საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

11-მარტი-2019

11-მარტი-2019

ფოტო-წიგნი ”sHEROes” წარდგენა

7 მარტს სტოკჰოლმში, ორგანიზაციაში „Kulturfyren“ გაიმართა საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების შეხვედრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებულმა შვედეთში, სტოკჰოლმის თავდაცვის აკადემიის მაგისტრანტმა, მარიამ ორჯონიკიძემ ღონისძიებაზე წარადგინა ფოტოგრა...

17-თებერვალი-2019

17-თებერვალი-2019

ქართული საღამო

17 თებერვალს სტოკჰოლმის თების მუნიციპალიტეტის ეკლესიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, ეკა ზანდუკელმა და ემა გაგუამ შვედეთში წმინდა გიორგის სამრევლოს მვდელმსახურის მამა შიოს ხელშეწყობით ჩაატარეს ქართული ფოლკლორისა და პოეზიის საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ თათა ზანდუკელი, ანა ჭინჭარაული, ანა მა...

25-იანვარი-2019

25-იანვარი-2019

ნათლისღების დღესასწაული სტოკჰოლმში

19 იანვარს, საქართველოს ელჩი მალხაზ კაკაბაძე დაესწრო ქართულ წირვას სტოკჰოლმში. წირვა აღავლინა მამა შიომ. წირვის შემდეგ ელჩმა სიტყვით მიმართა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და მიულოცა ნათლისღების დღესასწაული.

25-იანვარი-2019

25-იანვარი-2019

ქართული ფილმი გოტებორგის კინოფესტივალზე

26, 27, 28 და 31 იანვარს გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება ქართველი რეჟისორის, ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“. დამატებითი ინფორმაცია ფილმის ჩვენების შესახებ განთავსებულია თანდართულ ბმულზე. https://program.goteborgfilmfestival.se/events/namme

< 1 2 3 4 5  ... > 
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ 2015 წელს, პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნული თანხა გასცა არასამთავრობო ორგანიზაციებზე სარეინტეგრაციო პროგრამების განსახორციელებლად. რეინტეგრაციის პროგრამების ამ მიმართულებით განხორციელება ორ მნიშნელოვან მიზანს ემსახურება: უპირველეს ყოვლისა, ეს არის სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. ამასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეინტეგრაციის პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც პროგრამის გამჭვირვალობას, ასევე რეინტეგრაციის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას.

აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის შემდეგი სერვისების მიწოდება:

სოციალური პროექტების დაფინანსება
დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა
პროფესიული სწავლება
ანაზღაურებადი სტაჟირება
სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება
იურიდიული დახმარება
საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსება
აღნიშნული პროგრამის სამიზნე ჯგუფში მოიაზრებიან საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები (საქართველოს მუდმივი ბინადრობის ნებართვით), რომლებიც:

საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ ჰუმანიტარული სტატუსით;
რეინტეგრაციის პროგრამაში ჩაერთვებიან სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული მიმართულება თავის მხრივ ფარავს ქ. თბილისს, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს. დანარჩენ რეგიონებში ამჟამად მიმდინარეობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამა. სახელმწიფოს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს იდენტური რეინტეგრაციის დახმარებები ეწევათ.

სახელმწიფო სარეინტგრაციო პროგრამაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებია:

ა(ა)იპ მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანება;
ა(ა)იპ საზოგადოებრივი დამცველი;
ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“;
ა(ა)იპ დემოგრაფიული აღორძინების ფონდი;
ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები;
ა(ა)იპ ვიპიარ ჯგუფი.
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

ტელ: (+995) 32 243 11 00, (+995) 32 231 13 37

ელ. ფოსტა: reintegration@mra.gov.ge

მისამართი: თამარაშვილის ქ. 15ა, 0177, თბილისი, საქართველო

ვებ-გვერი: http://www.mra.gov.ge/

ინფორმაცია სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტებისთვის.pdf
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.pdf
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების გზამკვლევი.pdf