საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიმართვა

მოგესალმებით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე!

 საქართველოს წარსული და აწმყო გერმანიასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი კოლონისტები დაფუძნდნენ. 1918 წელს - პირველი ქართული რესპუბლიკის დაარსების, ისევე როგორც 1990 წელს საქართველოს საბჭოთა ქვეყნების თანამეგობრობიდან გამოყოფის შემდეგ, გერმანია პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და საქართველოს მთავრობასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.  

დღეისათვის საქართველო სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფოა. ის ეკონომიკურად განვითარებად ქვეყნას წარმოადგენს, რომელიც უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისითაც საიმედო პარტნიორია. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე და მის შემდეგაც, რომლის ერთ-ერთ შემადგენელს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნა წარმოადგენს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან არსებულმა ურთიერთობამ და თანამშრომლობამ დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის რეფორმირების პროცესში.

საქართველოს ერთნაირად აქვს გაცნობიერებული თავისი ძლიერი მხარეები და ის შიდა თუ საგარეო პოლიტიკური გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის წინაშე ამჟამად და საშუალო თუ გრძელვადიანი პერსპექტივით ჩნდებიან. გლობალურ ძალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ წყობაში მიმდინარე არსებითი ცვლილებები საქართველოსთვის ნათელს ხდის, რამდენად მნიშვნელოვანია საიმედო, არა მხოლოდ დღევანდელ დღეზე გათვლილი, არამედ მომავალზე ორიენტირებული პარტნიორობა, რომელიც სწორედ ამ მომავლის უზრუნველყოფას ემსახურება.

ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები და ნდობა არა მხოლოდ პოლიტიკასა და ეკონომიკაში პოვებს გამოხატულებას, არამედ კულტურულ და საზოგადოებრივ ასპარეზზეც იჩენს თავს: დამეგობრებული ქალაქები,  გაცვლითი პროგრამები ახალგაზრდებისათვის და გერმანიაში ქართველ მუსიკოსთა, კინორეჟისორთა და სახვითი ხელოვნების წარმომადგენელთა მოღვაწეობა ისეა აღვსილი სიცოცხლით, როგორც -არასდროს. 2018 წლის შემოდგომაზე კი საქართველო და ქართული ლიტერატურა ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ყურადღების ცენტრში მოექცევა.

ჩემი, როგორც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ძალისხმევა ამ ურთიერთობების ყველა დონეზე გაღრმავებასა და ჩვენი მრავალფეროვანი ერთობლივი ინტერესების ორივე ქვეყნისთვის - პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით - სასარგებლოდ რეალიზებას მოხმარდება.

ამიტომ სიხარულით ველი ბევრ ახალ შეხვედრას და წარმატებული თანამშრომლობის იმედს გამოვთქვამ.

 

პატივისცემით,

ელგუჯა ხოკრიშვილი